Tuesday, April 19, 2011

აჭარა

აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით - ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.

სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.

ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. III საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. VIII საუკუნეში იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილია, ხოლო XI საუკუნიდან - საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოსი. XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა თუმცა, 1921 წელს მისი გარკვეული ნაწილი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე (ზედა მაჭახელი, ზედა მარადიდი), ისევ ოსმალეთის იურისდიქციაში მოექცა. 1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს.

ცეკვა აჭარული

მწვანე ტბა

თამარის ხიდი

თამარის ხიდი ძველად ხიდების მშენებლობა ქართველი ხალხის ტექნიკურ შემოქმედების ერთ-ერთ ძირითად თვალსაჩინო დარგს წარმოადგენდა. საკმარისია გავეცნოთ არსებულ წყაროებს და მატერიალურ ძეგლებს, რომ დავრწმუნდეთ, თუ რამდენად განვითარებული და გავრცელებული ყოფილა საქართველოში სახიდე ნაგებობანი. ამას ადასტურებენ ძველი ქვის ხიდები, რომელთა ცალკეულმა ნიმუშებმა ჩვენამდე მოაღწიეს და ის აუარებელი ხიდების ნარჩენები და ნაშთები, რომლებიც ჩვენ გვხვდებიან წარსულ დროიდან საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე.....საქართველოს ძველი სახიდე ნაგებობანი წარმოადგენენ ჩვენი ეროვნული სიამაყის მატერიალურ ძეგლებს, ისევე როგორც საკულტო ნაგებობანი, ციხეები, კოშკები და სხვ. ისინი წარმოადგენენ მრავალ თაობის სამშენებლო მოღვაწეობის შესანიშნავ ნიმუშებს.

აჩმა




აჩმა ხაჭაპური, ხაჭაპურის კიდევ ერთი სახეობააა, აქ ცომის ბევრი ფენა ერთმანეთს ეფინება, ხოლო ბოლოს წინა ფენაძე კი თავსდება ყველი და კარაქი. თავისი ფორმით ის განსხვავდება აჭარული ხაჭაპურისაგან მაგრამ არანაკლებ გემრიელია, თქვენ შეგიძლიათ მისი დაგემოვნება ბევრ ქართულ რესტორანში.

აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპური

აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია აჭარული ხაჭაპური, ის ცომისა და ყველის კლასიკური ნაერთია, თუმცა კვერცხი მას სულ სხვა ელფერს მატებს. საქართველოს ყველა რეგიონს ახასიათებს სხვადასხვა სახის ხაჭაპური, მაგალითად სამეგრელოში, როგორც წესი ყველითა და კვერცხით აცხობენ, რაჭაში ყველის მაგივრად იყენებენ ლობიოს და მას ლობიანს ეძახიან. მაგრამ აჭარული ხაჭაპური განსხვავდება, როგორც ფორმით ისე მომზადების წესითაც. მას ზღვისპირა რეგიონისათვის დამახასიათებელი ნავის ფორმა აქვს. ცომის შიგნით, შუაში, თავსდება ყველი და იდგმება ღუმელში, მას შემდეგ გემოვნების მიხედვით ამატებენ კარაქსა და კვერცხს.

აჭარული ხაჭაპურის სხვადასხვა ზომა არსებობს - პატარა, საშუალო და დიდი. როგორც წესი აჭარული ხაჭაპური დანა-ჩანგლის გარეშე იჭმება, კუთხეებს და გვერდებს ვაწებთ შუა გულში დ მივირთმევთ. ხოლო გვედების დამთავრების შემდეგ დაახლოებით ისე როგორც პიცას.